გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
მარტყოფიდან მარაბდამდე
კლასი/საფეხური
VI კლასი/დაწყებითი საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
31
პედაგოგი
თამარ შუშიაშვილი
მიზანი
მოსწავლეები შეიტყობენ, როგორი განსაცდელის წინაშე იდგა აღმოსავლეთ საქართველო XVII საუკუნეში და როგორი თავდადებით იბრძოდა იგი გადარჩენისათვის.
წინარე ცოდნა
XV-XVI საუკუნეების საქართველოს ისტორია
საკლასო მენეჯმენტი/გაკვეთილის მსვლელობა












·        კლასის ორგანიზება 2 წთ.
·        საშინაო დავალების შესახებ მსჯელობა 10 წთ.
·        რუკაზე მუშაობა 5 წთ.
·        გაკვეთილის ტექსტისა და წყაროების გაცნობა 10 წთ.
·        დავალებებზე მუშაობა 15 წთ.
·        საშინაო დავალების მიცემა 3წთ (რვეულში
ამოწერენ XVI-XVII საუკუნეების ქართველ
ისტორიულ პირებს და ერთი-ორი სიტყვით დაახასიათებენ თითოეული მათგანის ღვაწლს ქვეყნის წინაშე. ასევე მიუთითებენ რომელი მათგანია დღესაც სამაგალითო და რატომ).

მოსალოდნელი შედეგი


                                                 
·        მოსწავლეები შეძლებენ რუკის წაკითხვასა და გამოყენებას.
·        დაახასიათებენ საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ პიროვნებებს, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის მმართველობაში.
რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, XVII საუკუნის საქართველოს რუკა.
შეფასება
კომენტარი, ნიშანი.

No comments:

Post a Comment